აპრილი – #ჩემითვე

Share on facebook
Share on twitter
Share on email

გარეთ თუ გაიხედებით, ამინდი აშკარად შეუსაბამოა, მაგრამ კალენდარს თუ შევხედავთ დადგა გაზაფხულის მეორე თვე – აპრილიაპრილის პირველივე დღე საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო. თოვლის მოსვლამ, ალბათ ძალიან ბევრს გაუცრუა იმედი. საგულდაგულოდ შენახული თბილი ტანსაცმლის ამოლგება მოგვიწია. რაც შეეხება თვის დახასიათებას – გრიგორიანული კალენდრის მეოთხე თვეა. აპრილსწინ უსწრებს მარტი და მოსდევს მაისი. სახელი აპრილი ლათინური სიტყვის „გახსნა, გაშლა“-დან მოდის. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.

აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში. ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით არ გამოირჩევა აპრილი, მაგრამ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, როდესაც თბილისში, საბჭოთა არმიის მიერ მოხდა ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ქრისტიანულ სამყაროში აპრილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ თვეშია უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, აღდგომა რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. წელს აღდგომა 28 აპრილს აღინიშნება. ასევე აპრილში აღდგომას უკავშირდება იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ბერძნები და სომხები მას „წმინდა ნათელს“ უწოდებენ უდიდესი საიდუმლო ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსაკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33 (ქრისტეს ასაკი) ან 12 (მოწაფეთა რაოდენობა) სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს. მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილიგამოყოფილია, უშუალოდ, მაცხოვრის საფლავისაგან). მრევლი კი გალობს „კირიელეისონს“ (ბერძ. უფალო შეგვიწყალენ), ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება საფლავიდან. ესაა რიტუალი განასახიერებს იესო ქრისტეს ვნებებს, დაკრძალვას და აღდგომას. წმინდა ნათელი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.

სიყვარულის დღედ 15 აპრილი საქართველოში 1993 წელს დაწესდა ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილი მისი ინიციატორის დაბადების დღეც არის და მან ეს დღესასწაული თავის საყვარელ მეუღლეს — მაიას მიუძღვნა. ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა, თუმცა ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორივეჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღესასწაული.

რაც შეეხება ასტროლოგიას 21 მარტსა და 20 აპრილს შორი დაბადებულთა მზის ზოდიაქოს ნიშანი არის ვერძი. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ასევე პირველი ცეცხლის ნიშანია. პლანეტა მარსის გავლენით, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ვერძებს დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებთ. ამ ადამიანების ხასიათში ერთმანეთს ერწყმის, ბავშვური გულწრფელობა და ბრძოლისუნარიანობა, აგრესია და გულუბრყვილობა.

21 აპრილიდან იწყება კუროს ზოდიაქოს ნიშანი. ადამიანები, რომელთაც ბედმა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად, როგორც წესი სხვებისგან მშვიდი, გაწონასწორებული და უშფოთველი იმიჯით გამოირჩევიან. მათი ცნობა გარეგნობის მიხედვით, ადვილზე ადვილი საქმეა. კარგი აღნაგობის, ძვალმსხვილი, ხშირად ჩასუქებული, უჩვეულოდ ლამაზი, მეტყველი თვალებით და საოცრად ნათელი, მშვიდი მზერით… ბუნებაში იშვიათად შეხვდებით კუროს, რომელიც თქვენს ყურადღებას ნერვოზული საქციელით ან ხმაურიანი აურზაურით მიიპყრობს.