მაისი – #ჩემითვე

გაუზიარეთ საზოგადოებას ჩვენი პოსტი:

Share on facebook
Share on twitter
Share on email

დადგა წელიწადის ყველაზე მთავარი თვე, მაისი. მართალია, წლის ბოლომდე დარჩენილია 244 დღე, მაგრამ წინ მაისის მთელი 31 დღე, 31 ახალი დილა და ახალი შანსი გვაქვს უკეთესი ცხოვრებისთვის. თითქოს უკვე შევიგრძენით გაზაფხულის, იის, იასამნის სურნელი, გავიხადეთ თბილი ტანსაცმელი, გარეთ მზეც თვალს გვიკრავს, რაღა გინდა ბედნიერებისთვის მეტი?! თითქოს ყველაფერი თავის რიგზეა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ გაზაფხულის უკანასკნელი თვე, თავისი მთელი სიდიადით წინაა. ვარდობისთვე, ყველაფრით განსხვავებული და გამორჩეულია. არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც მაისი. გრიგორიანული კალენდრის შემოღებამდე 400 წელზე მეტი ხნით ადრე, მაისის თვე 11 დღით გვიან იწყებოდა. ამიტომ პირველ მაისს უფრო თბილოდა და ირგვლივ ყველაფერი სიმწვანით იყო მოსილი. სახელს რაც შეეხება, ძველ ქართულად მაისს ვარდობის თვეს ეძახდნენ, რაც ნიშნავს ვარდის, ყვავილის გაშლას. ბიბლიის ძველ ვერსიებში აგრეთვე მოხსენიებულია როგორც „თვე ყვავილობისა“ ძველ რომში მაისის პირველ დღეს გაზაფხულისა და ყვავილების ქალღმერთ ფლორასადმი მიძღვნილ დღესასწაულს – ფლორალიებს აღნიშნავდნენ. ამ დროს ხალხი მხიარულობდა და ყველაფერი ყვავილებით იყო მორთული. ამ დღეს განსაკუთრებით ერთობოდნენ რომაელი მეძავი ქალები რადგან ისინი ქალღმერთ ფლორას თავიანთ მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ.

მაისში, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საქართველოს ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო, მაგრამ 26 მაისი დარჩა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ.

1 მაისს თითქმის მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ „მშრომელთა საერთაშორისო დღეს“ იგივე „მაისის დღე“. 1884 წელს, ამერიკის ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ მოითხოვა რვასაათიანი სამუშაო დღე, რომელიც ძალაში, ჩიკაგოში მასობრივი არეულობის ფონზე, 1886 წლის 1 მაისსშევიდა, რის შედეგადაც, დაწესდა ოფიციალური სანქციაც რვასაათიან სამუშაო დღეზე. 2001 წლიდან „ევრო პირველ მაისობა“ პირველი მაისის დღესასწაულის ნაწილი გახდა, რასაც მიზნად ტრადიციული მაისისდღესასწაულის პოლიტიკური მნიშვნელობის განახლება უდევს. „მაისის თვის“ აღნიშვნა იტალიიდან დაიწყო. ბოლო წლებში ბრიტანეთის ანტი-კაპიტალისტური მოძრაობა ლონდონში ორგანიზებას უწევს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებით სრულდება. 2000 წელს შეტაკებები დასრულდა ერთ-ერთ უბანში მაკდონალდსის რესტორნის დამსხვრევითა და უინსტონ ჩერჩილის ძეგლის მწვანე მოჰიკანად გადაქცევა მის მიერ ჩადენილი სავარუდო კრიმინალური აქტების გამო.

გერმანიაში, განსაკუთრებით კროიცბერგისა და პრენცლაუერ ბერგის რაიონებში, პირველი მაისიყოველწლიური დემონსტრაციებით აღინიშნება. 1929 წელს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ აკრძალა საპირველმაისო მუშათა დემონსტრაციები ბერლინში. მიუხედავად ამისა, კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც ბერლინში ყველაზე ძლიერი იყო მაინც მოუწოდა მუშებს დემონსტრაციაზე გამოსასვლელად. დღის ბოლოსთვის, პოლიციასთან შეტაკების შედეგად მოკლულ იქნა 32 დემონსტრანტი, მუშა და მაყურებელი, 80 კი სერიოზულად დაშავდა. რაც შეეხება საქართველოს, თბილისში პირველად 1899 წელს აღინიშნა პირველმაისობა, მაგრამ ქალაქგარეთ, არალეგალურად. 1901 წელს მოეწყო ყველაზე იმ დროისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანია საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. შეტაკების დროს 14 მუშა დაიჭრა, 30 მონაწილე დააპატიმრეს, ზოგი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლეს.

ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია პარიზისთვის, 1889 წელს ეიფელის კოშკის ინაუგურაცია შედგა. წლების შემდეგ, 6 მაისს, ფრანგები ეიფელის კოშკის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

მაისს უკავშირდება 1893 წლის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პომიდორს ხილის ნაცვლად ბოსტნეულის სტატუსი მიანიჭა.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, აღინიშნება 17 მაისსდა აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. რის შემდეგაც, აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა ეს დღე- მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. ეს დღე ოფიციალურად აღიარებულია, როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღედ, ამერიკასა და ევროპისის წამყვან ქვეყნებში (ესპანეთი, ბელგია, ევროკავშირის ქვეყნები, მექსიკა, ბრაზილია და სხვა).

მაისის ზოდიაქოს ნიშნებია: კურო (21 აპრილი – 21 მაისი) და ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი). რომლებიც, ერათმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ნიშნებია.