მარტი – #ჩემითვე

გაუზიარეთ საზოგადოებას ჩვენი პოსტი:

Share on facebook
Share on twitter
Share on email

ჩვენ ყველას გვყავს შთაგონების წყარო, ჩვენი დედები, ბებიები, დეიდები, დები და მეგობრები ყოველთვის შთაგვაგონებენ ვიყოთ უკეთესი ადამიანები. მარტი სწორედ ის თვეა, რომელიც თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს ქალს, ექსცენტრიული, მიმზიდველი და გადარეულია, ნამდვილი შთაგონების წყარო, სწორედ ამიტომ ეძახიან მარტს ქალების თვეს…

თუმცა მანამდე, მარტი გაზაფხულის პირველი თვეა, ბულგარული ტრადიციის მიხედვით 1 მარტსმარტენიცას, იგივე “ბაბა მარტას” დღესასწაული აღინიშნება რაც ზამთრის გაცილებას უკავშირდება. ამ დღეს ბულგარელები ერთმანეთს სიმბოლურ მარტენიცებს ჩუქნიან, რომელიც აუცილებლად წითელი ან თეთრი ფერის უნდა იყოს. ტრადიციის მიხედვით თილისმა მხოლოდ მაშინ უნდა მოიხსნა, როცა ცაზე პირველ მერცხალს დაინახავ, შემდეგ თილისმა ხეზე უნდა შეაბა, სურვილი ჩაიფიქრო და ის აუცილებლად აგისრულდება.

მარტი საკმაოდ დატვირთულია ღირსშესანიშნაობებით, 3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ იმ მიზნით დააწესა, რომ ქალთა საერთაშორისო დღე ჩაენაცვლებინა. თუმცა გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნებულ ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 8 მარტს ისევ აღნიშნავენ. 15 მარტიქართული არტილერიის დღეა. მარტში აღინიშნება ნოვრუზ ბაირამიც. აზერბაიჯანელებისთვის ბაირამობა ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევა და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. დღესასწაული 19 მარტს იწყება და 4 დღე გრძელდება, თითოეულ დღეს თავისი დატვირთვა აქვს, არის მიწის, წყლის, ცეცხლის დღე… აზერბაიჯანელები ამ დღესასწაულით ბუნების გამოცოცხლებას აღნიშნავენ. 21 მარტს კი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ბუნიაობის ერთ-ერთი დღეც სწორედ მარტზე მოდის. ეს არის მოვლენა, რომელსაც წელიწადში ორჯერ ხდება (დაახლოებით 20 მარტსა და 23 სექტემბერს). ბუნიობის დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან თანაბარი მანძილითაა დაცილებული და თეორიულად დედამიწის ყველა წერტილში დღე და ღამე თანაბარია.

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც გაზაფხულის პირველ თვეს უკავშირდება. მარტს სახელი ომის რომაელი ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე, მარტი კალენდრის პირველი თვე იყო, მისი ძველქართული სახელი კი მირკანია. მარტის ზოდიაქოს ნიშნებია თევზები და ვერძი: თევზების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობა და სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება. თევზებმა ზუსტად იციან რა შეუძლიათ, რა არა და საკუთარ თავთან ცოტა ირონიული დამოკიდებულება აქვთ, აი სხვებისგან კი სერიოზულ მიდგომას მოითხოვენ. ადამიანები კი, რომლებიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ, აქვთ საკმაო ძალა და მიზანდასახულობა იმისათვის, რომ წინ წავიდნენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარემოებები მათ საწინააღმდეგოდ არის მიმართული… ვერძების ენერგია და შეუპოვრობა ისეთივე ლეგენდარული გახდა, როგორც მათი სიჯიუტე, ასევე ხასიათის სრული მოუქნელობა…