ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ აპოლიტიკური, თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარი, ახალგაზრდული, დამოუკიდებელი გაერთიანებაა. ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება და მათთვის სოციალურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობაა.

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ საკუთარი მისიის ფარგლებში, იკვლევს ახალგაზრდების საჭიროებებს და ატარებს მათ ინტერესებზე მორგებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს; ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას სოციალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად; თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს ღონისძიებაში ჩართულ პირებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას.

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ 2019 წლის იანვარს დაფუძნდა და მასში 200-მდე ახალგაზრდაა გაერთიანებული.

ნაბიჯი 1

იდეა

ორგანიზაციის შექმნის იდეა 2017 წლის 21 ნოემბერს დაიბადა.

ნაბიჯი 2

დაფუძნება

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ 2019 წლის იანვარში დაფუძნდა.

ნაბიჯი 3

პროექტები

ორგანიზაცია დაფუძნებისთანავე ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

ვლოგი

ერთად წარმატებისთვის

26 იანვარს საბადურის ტყეში ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ დაარსებასთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება გამართა. ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ 2019 წლის იანვარში დაფუძნდა და მისი მიზანია საერთო ძალებითა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას.

0
ადმინისტრაციის წევრი
+ 1
გუნდის წევრი
+ 1
პროექტი
0
განხორციელებული პროექტი