რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ მოვიქცეთ CO2-ით მოწამვლის დროს

Share on facebook
Share on twitter
Share on email

საკმაოდ მძიმე ზამთარი დაგვიდგა, არა კლიმატური პირობებით, არამედ ფეთქებადი ეპიდემიებით. უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა გადაწვიტა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ CO2-ით მოწამვლის დროს.

პირველყოვლისა გავიგოთ რა არის CO2 და რა შემთხვევაში მიყავს ადამიანი ფატალურ შედეგამდე.  ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგი უფერო, უსუნო, მძიმე მხუთავი გაზია, რომელიც დახურული სივრცის ქვედა შრეებში გროვდება, უმეტეს შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ ვერ გრძნობს ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობას და პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარ ვივარაუდოთ, რომ ბინაში მომაკვდინებელი აირია…

CO2 ით მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: დეზორიენტაციათავბრუსხვევაგულისცემის მომატებაცრემლდენაგულისრევატკივილი გულის არეში, შესაძლებელია მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებიკუნთების უნებლიე რხევასუნთქვის უკმარისობადაღლილობა და ძილიანობა.

ლეტალური შედეგი დახურულ სივრცეში CO2 შემცველობაზე და შესუნთქული გაზის დოზაზეა დამოკიდებული.

საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა რამდენიმე პრაქტიკული რჩევის გათვალისწინებით შეგვიძლია: ოთახში სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყო უზრუნველვყოთ ვენტილაციით ან/და მუდმივად გავანიავოთ სახლი, რათა მოხდეს ჟანგბადით გამდიდრება. ნახ­ში­რჟან­გით მო­წამ­ვლის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის მოს­ვლამ­დე პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ დაშავებულს, მო­ვა­შო­როთ იმ ად­გილს, სა­დაც მოხ­და მხუ­თა­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა. სუს­ტი ზე­და­პი­რუ­ლი სუნ­თქვი­სას ჩავუტაროთ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა, ფე­ხებ­ზე დავადოთ სათბური, გამოვიყენოთ ნიშადურის სპირტი, იმ შემთხვევაში თუ დაშავებული გონზეა, დავალევინოთ ძლიერი ყავა და დაველოდოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რადგან საჭიროა ავად­მყო­ფის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოწამვლამ შესაძლოა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ფილ­ტვე­ბი­სა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრივ გამოიწვიოს.

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ გისურვებთ უსაფრთხო ზამთარს.