თებერვალი – #ჩემითვე

Share on facebook
Share on twitter
Share on email

თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო! ჩვენი წინაპრები ასე ეგებებოდნენ თებერვლის დადგომას. თითქოს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. ზოგადად, „ახალ წელ გამოვლილი“ ქართველები, თებერვალში ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას და ალბათ თავიდან „ნაბახუსევზე“ ვიწყებთ წლის ათვლას. ინტერნეტში მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ, დავადგინე, რომ ჩემი წარმოდგენა „თებერვალი მოკლე თვეა“ თურმე სულაც არ ყოფილა ჭეშმარიტება, პირიქით თებერვალში გაერთიანებული, წელიწადის ხან 28 და ხან 29 დღე ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს. მოკლედ დავიწყოთ. თურმე, თებერვალი ლათინური სიტყვაა და განწმენდას ნიშნავს. სახელი მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. საუკუნეების წინ რომაელები თვლიდნენ, რომ ზამთარი იყო სეზონი თვეების გარეშე. ამიტომაც თებერვალი კალენდარში ბოლო დამატებული თვე აღმოჩნდა, მაგიტოა „პატარა“. 29 რიცხვი, ამ თვეში იმპერატორ იულიუს კეისარმა შემოიღო. დღემდე ნაკიან წელს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. მაგალითად: საბერძნეთში თავს იკავებენ ამ დღეს ქორწინებისგან, ასევე აშშ-ში ტეხასისა და ნიუ მექსიკოს საზღვარზე მდებარეობს ქალაქი ანტონია, სადაც ნაკიან წელს ოთხდღიანი ფესტივალი ტარდება, რა დროსაც 29 თებერვალს დაბადებულების დაბადების დღეებს აღნიშნავენ.

თებერვალს უკავშირდება უძველესი ტრადიცია, რომლის თანახმად, ქალებს უფლება აქვთ, ხელი სთხოვონ საყვარელ მამაკაცებს. ჩვენამდე მოღწეული ლეგენდის თანახმად, მეხუთე საუკუნეში მცხოვრებ ირლანდიელმა წმინდა პატრიკმა ქალებს უფლება მისცა, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, მხოლოდ თებრვალში ხელი სთხოვონ მამაკაცებს.

არსებული ტრადიციით, თუ ნაკიან წელს დანიაში მამაკაცი ქალს დაქორწინებაზე უარს ეტყვის, ვალდებულია 12 წყვილი ხელთათმანი მისცეს, ფინეთში კი ქვედაბოლოს შესაკერი ნაჭერი. ეს თვე გამოირჩევა ლეგენდებით სასიყვარულო ისტორიებზე. 14 თებერვალს წმინდა ვალენტინის ხსენების დღეა. ვალენტინი მღვდელი იყო, რომელიც, იმპერატორის აკრძალვის მიუხედავად, ფარულად, ჯვარს წერდა შეყვარებულ წყვილებს. წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა. 14 თებერვლის რომანტიკულ საყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ თებერვალი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც მარტი და ნოემბერი, გარდა ნაკიანი წლისა, როდესაც მისი საწყისი დღე ემთხვევა აგვისტოსას. (ამ დეტალის ცოდნა ბევრ სასარგებლო ამბავს მოგვიტანს)

კიდევ, კარგი იქნება ვიცოდეთ რა მოხდა თებერვალში. მსოფლიოს ბევრ სხვა საინტერესო მოვლენასთან ერთად 1865 წლის 1 თებერვალს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნმა ხელო მოაწერა აშშ-ში მონობის აიკრძალვას. იქამდე 1958 წელს გაშვებულ იქნა პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი „ექსპლორერ–1“. საქართველოს ისტორიაში საკმაოდ ტრაგიკული თვეა. რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში 1921 წლის 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო, 20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს. ამავე წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის სამ წლიანი ისტორია დასრულდა.

ისტორიული მოვლენების კვალდაკვალ თებერვალში დაიბადნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მოღვაწეები. ამბობენ, რომ თებერვალში მხოლოდ „კარგი ტიპები“ იბადებიან. ასტოლოგების თქმით ამ თვეში ორი ტიპის ადამიანი იბადება: მერწყული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაბადებულები არიან ექსტრავაგანტული, მეამბოხე და მოთამაშე, გიჟი და ჭკვიანი, თითქოს უმნიშვნელო და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი, ლიდერი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია და მაინც არ ჩანს. ხოლო თევზები, ადამიანები, ვინც დაიბადა თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ, ასტოლოგების თქმით თორმეტივე ნიშანს მოიცავს საკუთარ თავში. ეს საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება რაც მათი უპირატესობაა.

ჩვენი ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს დაწერილ ანალოგიურ, ტრადიციულ ბლოგში „თვის ისტორიაში“ ჩაიწერება ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტი მანამდე კი, წლის ბოლომდე დარჩენილია 333 (ნაკიან წელში – 334). ახალი, წინაზე წარმატებული და მრავალფეროვანი დღე. ახალი გამოწვევებითა და სიახლეებით.