ვინ ვართ ჩვენ?

Share on facebook
Share on twitter
Share on email

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ აპოლიტიკური, თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარი, ახალგაზრდული, დამოუკიდებელი გაერთიანებაა. ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება და მათთვის სოციალურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობაა.

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ საკუთარი მისიის ფარგლებში, იკვლევს ახალგაზრდების საჭიროებებს და ატარებს მათ ინტერესებზე მორგებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს; ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას სოციალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად; თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს ღონისძიებაში ჩართულ პირებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას.

ორგანიზაცია „ერთად შეგვიძლია“ 2019 წლის იანვარში დაფუძნდა და მასში 200-მდე ახალგაზრდაა გაერთიანებული.